მენეჯერი: “დიეგო ყოველთვის მარტო იყო, სიცოცხლეც აღარ უნდოდა”
დიეგო არმანდო მარადონას მენეჯერი და ახლო მეგობარი ლეგენდარული ფეხბურთლის გარდაცვალების შემდეგ საინტერესო საკითხების შესახებ საუბრობს.
“ახლა დაიწყეს გამოძიება დიეგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ხალხს ვინმესთვის დაბრალება სურს. იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო სხვა შემთხვევაში.
სიმართლე კი ის არის, რომ დიეგო ყოველთვის მარტო იყო – ხალხი მხოლოდ მარადონაზე ფიქრობდა. დიეგომ დიეგოდ ყოფნა 17 წლის ასაკში შეწყვიტა. ის საკმაოდ რთული პიროვნება იყო, ძალიან მარტივი იყო მისთვის ზიანის მიყენება. მასთან 20 წლის მანძილზე დაგროვებული ძვირფასი მოგონებები მაკავშირებს.
ბოლო დროს ის უკვე ნებდებოდა, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად. ჩემი აზრით, დაღლილი იყო და ცხოვრება აღარ უნდოდა. ოჯახური ქაოსი ბევრს ნიშნავდა, დიეგომ სიმშვიდე ვერ მოიპოვა. მაშინაც კი, როდესაც დიეგო გარდაიცვალა, ისინი აგრძელებენ ერთმანეთთან ბრძოლას.
იმის თქმა მაინც შემიძლია, რომ ახლა თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად არის,” – აცხადებს დიეგო მარადონას მენეჯერი.