“იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ბარტერი მზადდება
იტალიურ ჟურნალ-გაზეთებში აქტიურად იწერებიან “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. Calciomercato-ს ცნობით, მხარეები ბარტერის შესაძლებლობას განიხილავენ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ტურინულ გრანდს მაურო იკარდის გადაბირება აქვს გადაწყვეტილი. რამდენადაც პარიზულ გიგანტს ფინანსურად არ უჭირს, “ბიანკონერიმ” ტრანსფერში პაულო დიბალას ჩართვა გადაწყვიტა.
არგენტინელ ვარსკვლავს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და გახანგრძლივებას ჯერ არ აპირებს. სეზონის მიწურულს ზემოხსენებული ბარტერი კიდევ უფრო რეალური გახდება, თუ დიბალა ახალ ხელშეკრულებას არ გაფორმებს.
იკარდის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში გატანილი ორი გოლია. დიბალას კი ჯერაც არ გაუტანია გოლი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში (5 მატჩში მიიღო მონაწილეობა).