ინფიცირებიდან ოცი დღის შემდეგ, ხვიჩა კვლავ საქართველოშია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის უცნობია.
როგორც იცით, 11 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ. სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩა კორონავირუსით რუსეთში ყოფნის პერიოდში დაინფიცირდა.
ასე რომ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი კორონავირუსით მინიმუმ ოცი დღის წინ დაინფიცირდა და ის დღესაც საქართველოში იმყოება. ეს ინფორმაცია “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ დაადასტურა.
“ჯერ არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც მას ნაკრებში დიაგნოზი დაუსვეს. ის ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება. ჩვენ ველით მისი დაბრუნების შესაძლებლობას.”