“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ვიბრძვით”
“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, “ოლდ ტრაფორდზე” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (3:1) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.
“ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ “პსჟ” არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მატჩი იყო. უნდა დაგვემტკიცებინა, რომ საჭირო დროს უმაღლეს დონეზე შეგვიძლია თამაში.
ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ძალიან რთული იყო. ეს იყო თამაში, რომლის მოგებაც აუცილებელი იყო, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასულები ჯერაც არა ვართ. ახლა შემდეგ მატჩებზე უნდა ვკონცენტრირდეთ” – აცხადებს ალ-ხელაიფი.
როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენის” ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაძაბულია – “პსჟ”-ს, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლაიფციგის” ანგარიშზე 9 ქულაა. მომდევნო ტურში პარიზული გრანდი “ბაშაქშეჰირს” მიიღებს, “მანჩეტერ იუნაიტედი” კი “ლაიფციგს” ეწვევა.