ილია თოფურია: “ეს დღე ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულია, ბიძაჩემი ომში დაიღუპა”
ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში მოპოვებული მეორე გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ეს დღე მისთვის და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებულია.
როგორც იცით, 23 წლის მებრძოლმა ამერიკელი დეიმონ ჯექსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
“შრომამ შედეგი გამოიღო. არ ვიცი, როდის გავმართავ მომდევნო ბრძოლა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ოჯახთან დავბრუნდე. ძალიან მომენატრა ჩემი შვილი, რომლის პირველ დაბადების დღეს ვერ დავესწარი. მინდა, ოჯახთან ერთად სასიამოვნო დრო გავატარო. ამის შემდეგ, ვნახავთ, რა მოხდება 2021 წელს.
დღევანდელი დღე ჩემი ოჯახისათვის განსაკუთრებულია, რადგან 90-იან წლებში, 5 დეკემბერს, ბიძაჩემი, საქართველოში, ომში დაიღუპა. ეს დღე ჩემი ოჯახისათვის სევდიანია, მაგრამ შეიძლება დღეს მათი გაღიმება შევძელი. ყველანი მიყვარხართ, გეხვევით ყველას”, – განაცხადა თოფურიამ.
Ilia Topuria pic.twitter.com/PXKesCrlNN
— Streetfight Banned-cho (@streetfitebncho) December 6, 2020