რა უნდა ვიცოდეთ 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე?
7 დეკემბერს, 21:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უნდა შედგეს შვეიცარიაში. გთავაზობთ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ წილისყრის შესახებ.
წილისყრის შედეგად ქვეყნები ათ ჯგუფად დაიყოფიან, რომელთაგან თითოში ხუთი ან ექვსი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. ქვეყნები ექვს კალათაში არიან განაწილებულნი. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის 2021 წლის ოთხი ნახევარფინალისტი (ბელგია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) ხუთწევრიან ჯგუფებში მოხვდებიან.
ქვეყნების განაწილება კალათებში
პირველი კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები.
მეორე კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი.
მესამე კალათა: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი.
მეოთხე კალათა: ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსია, საქართველო, ლუქსემბურგი.
მეხუთე კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, ანდორა.
მეექვსე კალათა: მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი, სან-მარინო.
შეზღუდვები
დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან შემდეგი ნაკრებები: აზერბაიჯანი და სომხეთი, გიბრალტარი და ესპანეთი, კოსოვო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო და რუსეთი, კოსოვო და სერბეთი, რუსეთი და უკრაინა.
ამინდის გამო ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ისლანდია და ფარერის კუნძულები.
გარდა ამისა, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ერთ ჯგუფში არ უნდა მოხვდნენ ორზე მეტი წარმომადგენლები შემდეგი სიიდან: ბელარუსი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, რუსეთი, უკრაინა, ფარერის კუნძულები, ფინეთი და ესტონეთი.
დისტანციიდან გამომდინარე, ერთ ჯგუფში ჩამოთვლილთაგან ერთ წყვილზე მეტი არ უნდა მოხვდეს:
აზერბაიჯანი და გიბრალტარი, ისლანდია, პორტუგალია.
ყაზახეთი და ანგლია, ანდორა, გიბრალტარი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, მალტა, პორტუგალია, ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, ფარერების კუნძულები, საფრანგეთი, შოტლანდია.
ისლანდია და სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ისრაელი, ყაზახეთი და კვიპროსი.
წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.