სქოულზი ვეინალდუმზე: “არ მესმის, რატომ უნდა გადავიდეს “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, პირდაპირ ეთერში ყოფნისას “ბარსელონაში” ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილა.
“არ მესმის, რატომ უნდა გადავიდეს “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”? ის ყოველ მატჩში იღებს მონაწილეობას და გუნდის ბრწყინვალედ ასპარეზობს.
ვიცი, რომ “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მას კლუბიდან წასვლის არანაირი მიზეზი არ აქვს. ვფიქრობ, “ლივერპული” კვლავ შეძლებს პრემიერ ლიგის მოგებას. ყველასათვის ნათელია, რომ ლივერპული მისთვის საუკეთესო ვარიანტია.
არასწორად არ გამიგოთ, ვიცი, რომ ვეინალდუმს “ბარსელონას” გაძლიერება შეუძლია. “ბლაუგრანა” უდიდესი კლუბია, რომელსაც ნიდერლანდელებთან ყოველთვის კარგი კავშირი ჰქონდა. თანაც ახლა კუმანია გუნდის სათავეში. მაგრამ არავინ იცის, რამდენი ხანი დარჩება კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე,” – აცხადებს სქოულზი.