“ვიტესი” გურამ კაშიას ვერ ივიწყებს
ჰოლანდიურმა “ვიტესმა” გუნდის ლეგიონერებს, რომლებიც ეროვნული ნაკრებების ღირსებას იცავენ, სტატია მიუძღვნა.
“ვიტესის” ნახევარმცველი მატუაშ ბერო სლოვაკეთის ნაკრებში თამაშობს და სლოვაკეთი ჯგუფში ხორვატიასთან და რუსეთთან ერთად მოხვდა. ალბანელი ნახევარმცველი არმანდო ბროჟა ინგლისთან და პოლონეთის I ჯგუფში ითამაშებს, ისრაელის ნაკრები (მცველი ელი დასა) კი F ჯგუფში დანიას, ავსტრიას და შოტლანდიას დაუპისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ კაშიამ “ვიტესი” რამდენიმე წლის წინ დატოვა, არნემელებს გურამი მაინც არ ავიწყდებათ.
“დასას ისრაელი და ბროჯას ალბანეთი მე-4 კალათაში არიან, ისევე, როგორც, ჩვენი ყოფილი კაპიტნის, გურამ კაშიას საქართველო.” – ასე გამოეხმაურა “ვიტესის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
გურამი “ვიტესში” 2010 წლიდან 2018 წლამდე თამაშობდა და კლუბის ლეგენდა გახდა. კაშომ “სან ხოსე” დატოვა და შესაძლოა, კვლავ “ვიტესში” ან საქართველოში დაბრუნდეს.