WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (442125) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

რა შემთხვევაში ჩარჩება “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში?

თარიღი: დეკემბერი 8, 2020

მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბად დასახელებულ მადრიდის “რეალს”, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოგებული, ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება.

“ბლანკოსის” ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ყველაფერი ბოლო, მეექვსე, ტურმა უნდა გადაწყვიტოს. მანამ კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსს ოთხივე კლუბი ინარჩუნებს.

რა შემთხვევაში შეძლებს “რეალი” პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას?

როგორც იცით, “რეალმა” ჯგუფის აუტსაიდერად შერაცხულ დონეცკის “შახტართან” ორივე მატჩი დათმო. სანაცვლოდ, ექვსი ქულა აართვა მილანის “ინტერს”, რომელიც ამ ეტაპისთვის ბოლო ადგილზე იმყოფება.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მადრიდელებმა 9 დეკემბერს გასამართ მატჩში “ბორუსია მიუნხენგლადბახი” უნდა დაამარცხონ. ზინედინ ზიდანის გუნდისთვის ფრეც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაში, თუ “შახტარი” “სან-სიროზე” მილანელებს დაამარცხებს.

თუ “რეალმა” ფრე ითამაშა და “ინტერმა” “შახტარი” დაამარცხა, მადრიდულ და მილანურ კლუბებს თანაბარი 8-8 ქულა დაუგროვდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა “ბლანკოსს” აქვს, მომდევნო ეტაპის საგზურს სწორედ ისინი მოიპოვებენ.

თუ “რეალი” “გლადბახს” დაამარცხებს, ხოლო “ინტერი” – “შახტარს”, “სამეფო კლუბი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, “ინტერი” კი მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს.

დავუშვათ, რომ “რეალმა” “გლადბახს” ვერ მოუგო და “შახტარი” მილანში წაგებას გადაურჩა, “რეალს” ევროპა ლიგაზე მოუწევს თამაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “რეალმა” “გლადბახთან” წააგო, “ინტერი” კი “დონეცკელებთან” დამარცხდა, “რეალი” ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს.



მსგავსი სიახლეები