დროგბამ “ბაშაქშეჰირის” ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა
9 დეკემბერს “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაშაქშეჰირის” მატჩში დამხმარე მსაჯმა რასისტული სიტყვა გამოიყენა, რის გამოც ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში დიდიე დროგბა გამოეხმაურა, რომელმაც ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დემბა ბას საუბარია ასახული. დროგბამ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა – “მადლობა დემბა ბა და აპიერ ვებო ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოსვლისთვის და მადლობა ფეხბურთელებს მოედნის დატოვებისთვის”.
დემბა ბა მატჩის მეოთხე არბიტრ სებასტიან კოლტესკუს ეუბნება: “შენ არასოდეს ამბობ “ეს თეთრი ბიჭი” , ყოველთვის ამბობ “ეს ბიჭი”. მაშინ მითხარი, რატომ იხსენიებ… მომისმინე… რატომ იხსენიებ შავკანიანს როგორც “ეს შავი ბიჭი?”
"You never this say 'this white guy', you say 'this guy', so why when you mention… listen to me… so why when you mention a black guy [do] you have to say 'this black guy?'"
Thank you @dembabafoot and #AchilleWebo for standing out and to the players for leaving the field pic.twitter.com/UWB4VMGiCK— Didier Drogba (@didierdrogba) December 9, 2020