თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა!
თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ჩემპიონია. ბოლო ტურში “დინამომ” თბილისის “მერანი” 3-0 დაამარცხა და ჩემპიონი 40 ქულით გახდა.
“მერანის” კარში გოლები გაბედავამ (დუბლი) და ქავთარაძემ (პენალტი) გაიტანეს.
ბათუმის “დინამომ” ანგისას ბაზაზე 0-0 ითამაშა “ჩიხურასთან” და კვლავ მე-2 ადგილზე გავიდა.
პლეი-აუტში “ტორპედო” და “ჩიხურა” მოხვდნენ. “ტორპედო” “გაგრას” ეთამაშება, “ჩიხურა” კი “სამგურალს”.
მე-3 ადგილისთვის მატჩი 18:30 წუთზე “ლოკომოტივსა” და “დილას” შორის გაიმართება.