რომან ფიფია: “მომავალი სეზონისთვის “დინამო” კიდევ უფრო გაძლიერდება!”
თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
“წელს განსაკუთრებულად რთული სეზონი გამოდგა, რასაც კოვიდ პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც დაერთო, თუმცა ერთად დგომით დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ დინამო თბილისი საქართველოს საუკეთესო კლუბია. იყო ბევრი პრობლემა, რასაც ევროთასზე განცდილი ფიასკოც დაემატა. ამ ყველაფერს ჩვენი გუნდი ბოლომდე აანალიზებს და ჩემი მხრიდან დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი სეზონისთვის დინამო უფრო ძლიერი დაბრუნდება და აუცილებლად გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა დღევანდელი შედეგისთვის, გაზონის მომვლელიდან დაწყებული სამწვრთნელო შტაბით დამთავრებული. ერთად ყოფნით ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ეს გამარჯვება პირველ რიგში მათ ეძღვნებათ. მადლობა გუნდის თითოეულ ფეხბურთელს, რომელმაც ბოლომდე ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და დღევანდელ ტრიუმფამდე მოვიდა. დინამო თბილისი ჩემპიონია!”, – თქვა ფიფიამ.
“დინამომ” ეროვნული ლიგა ბოლო ტურში თბილისის “მერანის” ძლევით მოიპოვა. გუნდმა 40 ქულა დააგროვა და ბათუმის “დინამოს” კვლავ რამდენიმე ქულით აჯობა.