ითამაშებს იბრაჰიმოვიჩი საქართველოს წინააღმდეგ?
რამდენიმე დღის წინ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად ითამაშებს.
როგორც ცნობილია, “მილანის” 39 წლის თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ფეხბურთელიც და ქვეყნის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ. მათ შორის შეხვედრაც შედგა.
შვედების თავკაცს, იანე ანდერსონს იბრაჰიმოვიჩის შესახებ შეკითხვა დაუსვეს, მისი პასუხი კი ასეთი იყო:
“რაც ჩვენი შეხვედრის დროს ითქვა, ჩვენ შორის რჩება. ამ ეტაპზე ზლატანი ნაკრებში დაბრუნების საკითხს სერიოზულად უყურებს. ჩემი საქმე ისა, რომ შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დავასახელო, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში საუკეთესოები არიან”, – ციტირებს ანდერსონის სიტყვებს “მარკა”.
იბრაჰიმოვიჩს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და ის იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრები შვედეთთან პირველ მატჩს 2021 წლის 25 მარტს, სტუმრად გამართავს.