ბათუმის “დინამომ” “საბურთალოს” და თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები დაიმატა
ბათუმის “დინამომ” ეროვნული ლიგა მე-2 ადგილზე ზედიზედ მეორედ დაასრულა და გუნდმა ტრანსფერების განხორციელება უკვე დაიწყო.
ბათუმში კარიერას “საბურთალოს” მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე გააგრძელებს, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით “თელავში” თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
აჭარაში მიდის “დინამო თბილისის” ნახევარმცველი გიორგი ზარიაც. ზარიას ჩხეტიანის დროს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა, ჩისკოს მოსვლის შემდეგ კი მიიღო მეტი დრო და შესაბამისად, მწვრთნელის იმედებიც გაამართლა, თუმცა არასტაბილურ სიტუაციას, წასვლა ამჯობინა.
34 წლის ლადო დვალიშვილმა კარიერა დაასრულა და ბათუმელთა სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა.
ბათუმის “დინამო” მოლაპარაკებას რამდენიმე ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებთან აწარმოებს.