რუსო: “თუ ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით, მესის წასვლა მოუწევს”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ემილი რუსომ, პრესასთან ლეო მესის შემთხვევაზე ისაუბრა. როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო “ბლაუგრანას” მესისთვის ხელფასის გადახდა უჭირს.
“მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ მესისთან ერთად და ხელფასის შემცირება უნდა ვთხოვოთ. ახლანდელი სიტუაცია ნამდვილად გაუსაძლისია. თუ ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით, მესის წასვლა მოუწევს.
მესიმ კლუბის ისტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ფურცლები დაწერა. ჩვენ ლეგენდებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთი არის.
მჯერა, რომ ყველაფერი უნდა ითქვას ისე, როგორც არის. თავს ვერ გავისულელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მისი დარჩენისთვის იქნება საჭირო, მაგრამ წინ ყოველთვის კლუბის ინტერესები უნდა დავაყენოთ,” – აცხადებს რუსო.