დენი დრინქუოთერი “ტოტენჰემის” 23-წლამდე გუნდთან მატჩში მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)
14 დეკემბერს, “ჩელსის” 23-წლამდე გუნდმა “ტოტენჰემის” 23-წლამდე გუნდი 3:2 დაამარცხა.
“ჩელსის” შემადგენლობაში იყო დენი დრინქუოთერი. 30 წლის ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდის გეგმებში ვერ ჯდება, ამიტომ მან ფორმის შესანარჩუნებლად ახალგაზრდებთან ერთად ითამაშა.
შეხვედრის 74-ე წუთზე “ტოტენჰემის” 16 წლის ფეხბურთელმა დრინქუოთერის წინააღმდეგ იუხეშა, რამაც გამოცდილი ნახევარმცველი გააბრაზა და მეტოქეს არასპორტულად უპასუხა. სიტუაციის განსამუხტავად, საქმეში 38 წლის პეტრ ჩეხიც ჩაერთო. საბოლოოდ, დრინქუოთერი მოედნიდან გააძევეს.
Danny Drinkwater absolutely scything down a child. Cech then reluctantly hobbling over like a man who believes he is just far too old for this kind of exertion on a Monday night. Very enjoyable pic.twitter.com/LAMWhU4Ctj
— Football Ramble (@FootballRamble) December 14, 2020