“ტორპედომ” “გაგრა” სტუმრად დაამარცხა და ცალი ფეხით ეროვნულ ლიგაში რჩება!
ეროვნული ლიგის პლეიოფის პირველ შეხვედრაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულმა “გაგრამ” ქუთაისის “ტორპედოსთან” 0-2 წააგო.
პირველი გოლი 24-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა ნადარაიას ჩაწოდების შემდგომ დასწრებაზე გაიტანა და კერესელიძეს შანსი არ დაუტოვა.
81-ე წუთზე კუთხური ციცქიშვილმა ჩააწოდა, ტუღუშმა საჯარიმოს გარედან მსუბუქად დაარტყა და ცოტნე ნადარაიამ ბურთს მიმართულება შეუცვალა – 0:2.
განმერეობითი მატჩი ქუთაისში გაიმართება.
გაგრა 0-2 ტორპედო
გოლი: ივანიშვილი 24, ნადარაია 81
გაგრა: კერესელიძე – ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ქობულაძე – ვეკუა, კაკიაშვილი – ლაღაძე, ხაბელაშვილი, ივანიაძე – მაქაცარია
მთავარი მწვრთნელი: გაგი კირკიტაძე
ტორპედო: შოვნაძე – ტაბატაძე (გრიგალაშვილი 78), მირცხულავა, ადამაძე, ნადარაია – ჯანელიძე – ციცქიშვილი, ტუღუში, ფურცხვანიძე, ივანიშვილი – ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე