რა უთხრა მოურინიომ კლოპს მატჩის დასრულების შემდეგ?
16 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი 90-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიო უკმაყოფილო იყო იმით, რომ კლოპმა ფირმინოს გოლი ემოციურად აღნიშნა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კომენტარიც გააკეთა.
“გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, ფრეც კი ცუდ შედეგად ჩაითვლებოდა. წარმოიდგინეთ, რას ვგრძნობ ახლა, მარცხის შემდეგ. ძალიან უსამართლო შედეგია. “ლივერპული” არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კლოპს ვუთხარი, რომ დღეს საუკეთესო გუნდი დამარცხდა. გოლის შემდეგ, მეც რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც იურგენი მოიქცა, იქ აღარავინ გამაჩერებდა”, – თქვა მოურინიომ.
Words between Jurgen Klopp and Jose Mourinho at full-time 👀
What do you think was said?#PLonPrime #LIVTOT pic.twitter.com/TH0aJQhKZs
— Amazon Prime Video Sport (@primevideosport) December 16, 2020