ვის შეასრულებინებდა ზლატანი პენალტებს, მესი რომ მის გუნდში თამაშობდეს?
“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.
ზლატანს ჰკითხეს, ვინ შეასრულებდა მის ოცნების გუნდში პენალტებს – თავად იბრაჰიმოჩი თუ ლიონელ მესი.
“პენალტებს მე შევასრულებდი, 100 პროცენტით, რადგან გუნდის კაპიტანი ვარ. მე ვწყვეტ, ვინ დაარტყამს თერთმეტმეტრიანებს. პირველ სამს მე შევასრულებდი, შემდეგ კი ერთს მას დავუთმბოდი. მომდევნო სამს ისევ მე დავარტყამდი და ერთს ისევ მას დავუთმობდი”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.