“სამგურალი” ეროვნულ ლიგაში გადმოვიდა, “ტორპედომ” ადგილი შეინარჩუნა
დღეს ეროვნული ლიგის საპლეიოფო რაუნდის განმეორებითი მატჩები გაიმართა და გაირკვა ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის რანგით უმაღლესი დივიზიონის მომდევნო გათამაშებაში ითამაშებენ.
წყალტუბოს “სამგურალმა” “26 მაისის” სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ამრიგად, უჩა სოსიაშვილის გუნდმა მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 3:0 აჯობა და 18-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა.
ქუთაისის “ტორპედომ” “რამაზ შენგელიაზე” “გაგრას” უმასპინძლა და მეტოქეს 1:1 ეთამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 3:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ამრიგად, ეროვნული ლიგის მომდევნო გათამაშების მონაწილე გუნდები იქნებიან:
“დილა” (გორი), “დინამო” (ბათუმი), “დინამო” (თბილისი), “თელავი”, “ლოკომოტივი” (თბილისი), “საბურთალო” (თბილისი), “სამგურალი” (წყალტუბო), “სამტრედია”, “ტორპედო” (ქუთაისი”), “შუქურა” (ქობულეთი)*.