სიტუაცია გართულებულია, გომესი “ატალანტას” ზამთარში დატოვებს
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ ალეხანდრო გომესს პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს “ატალანტას” დატოვება.
გამოცდილი ნახევარმცველი იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის განაცხადში ვერ მოხვდა. რომანოს ცნობით, ყოველივე ეს გამოწვეულია გომესსა და ჯან-პიერ გსპერინის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით.
ბოლოს გომესმა “ატალანტას” სასტარტო შემადგენლობაში 9 დეკემბერს ითამაშა, “აიაქსთან” მატჩში. მას შემდეგ, გასპერინიმ ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა “ფიორენტინასთან” და “იუვენტუსთან” მატჩებში.
Papu Gomez has been excluded from Atalanta squad for tomorrow match against Roma by “technical choice”. The situation is getting complicated.
He’s gonna be sold in January, confirmed. 🇦🇷 #Atalanta #PapuGomez https://t.co/K0qgXyWMAg
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 19, 2020