პერესი: “რეალი” კვლავ რჩება ყველაზე ძვირადრირებულ ბრენდად და საუკეთესო კლუბად”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, 2020 წლის მიწურულს კლუბის როლი შეაფასა თანამედროვე სამყაროში და აღნიშნა, რომ “ბლანკოსი” მსოფლიოს ყველაზე დიდი გრანდის სტატუსს ინარჩუნებს.
“რეალი” კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად და ევროპის მასშტაბით საუკეთესო კლუბად. ამ კლუბმა 23-ჯერ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულების მოგება: 13-ჯერ ფეხბურთის გუნდმა, 10-ჯერ კალათბურთის.
გარდა ამისა, “რეალი” არის ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე სპორტული ინსტიტუტი. ჩვენ ოფიციალურ ვებ-გვერდს 344 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს წელიწადში. მეოთხე წელია, რაც ამ მაჩვენებლით ყველა სპორტულ კლუბს ვჯაბნით,” – აცხადებს პერესი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მაისში აუდიტორიულმა კომპანია KPMG-მ “რეალი” ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დაასახელა. მადრიდული გრანდი 3,478 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.