კუმანი: “ათიდან ათი მადრიდელი გეტყვით, რომ ეს პენალტი იყო”
კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, “ეიბარსა” და “რეალს” შორის ჩატარებულ მატჩში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ზემოხსენებული მატჩის მიწურულს რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა ბურთზე, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.
“არ მესმის. გამეორება საჭირო არ არის, რადგანაც არის რაღაცები, რომელთა გაგებაც შეუძლებელია. ათიდან ათი მადრიდელი იტყვის, რომ ეს პენალტი უნდა დანიშნულიყო. მაგრამ, ჩვენ უკვე ვიცით…
ვფიქრობ, პენალტი იყო. არბიტრმა და ვიდეორეფერის წარმომადგენლებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რთულია იყო მსაჯი,” – განაცხადა კუმანმა “ვალიადოლიდთან” გასამართი მატჩის წინ.
🚨 La jugada de la polémica en el #EibarRealMadrid
¿ Penalti de Sergio Ramos?
👍🏼Si
👎🏻No¿ Que os ha parecido? Os leemos#LaLiga #LigaSantander #RealMadrid #Eibar pic.twitter.com/PpshFYOMhN
— Wyrod Sports 🎙 (@WyrodSports) December 20, 2020