ობლაკი: “მესი ჩემს ფეხებს უყურებს”
მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარემ, იან ობლაკმა “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ არგენტინელი კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მესიმ პელეს რეკორდი დაამხო და ერთადერთი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ერთი კლუბის მაისურით 644 გოლი გაიტანა.
“ის ჩემ ფეხებს უყურებს. თუ ერთ ნაბიჯს გადავდგამ, ის ამას დაინახავს და საპირისპირო მხარეს დაარტყამს. ამიტომაცაა მესი საუკეთესო და ამიტომაა მის წინააღმდეგ თამაში რთული. ეს ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ მუდამ გიყურებს. თვალები ბურთისკენ აქვს მიმართული, მაგრამ შენც გხედავს. მე მგონია, რომ ყველაფერს ხედავს. კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
მესიმ ჩემ კარში ბევრი გოლი გაიტანა. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა მას ჩემთვის გოლი გაუტანია, მე კი ვერ ვხვდებოდი, ამას ასე მარტივად როგორ ახერხებდა. ზოგჯერ ისე ურტყამს, გგონია, რომ პასს აკეთებს”, – ციტირებს ობლაკის სიტყვებს Sky Sports.