თემურ ქეცბაიას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატება სურს
ბერძნულ და კვირპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახსმად, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” ნიკა ნინუას ხილვა სურს. კვიპროსული კლუბი ქართველი ფეხბურთელის პაოკ-იდან იჯარის წესით დამატების ვარიანტს განიხილავს.
ნინუა პაოკ-ში გასულ ზაფხულს თბილისის “დინამოდან” გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა ბერძნული გუნდის მაისურით 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისში” გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.