ბოატენგი: “თეთრკანიანები რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ მეხმარებოდნენ”
“მონცას” ნახევარმცველი, კევინ-პრინს ბოატენგი, იტალიურ მედიასთან საუბრისას რასიზმის პრობლემას კიდე ერთხელ შეეხო.
– 2013 წელს “მილანმა” მოედანი დატოვა რასიზმის გამოვლინების გამო. ახლახან ამავე მიზეზით შეჩერდა “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაშაქშეჰირის” მატჩი. რატომ არ იცვლება სიტუაცია?
– შეიძლება ითქვას, რომ ვითარება უფრო და უფრო უარესდება. მოდი შევხედოთ, თუ რა ხდება სამყაროში. მაგალითად შეიძლება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის მოყვანა. ხალხის კვლა კამერების წინ ასეთი ბანალური მიზეზით. კამპანია Black Lives Matter, რა თქმა უნდა, დასაფასებელია.
– საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა ფეხბურთელების მხრიდან?
– თეთრკანიანები რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არასოდეს მეხმარებოდნენ. ნაწილი შიშის გამო დუმს, ზოგი კი რატომღაც თვლის, რომ იმაზე საუბარი, რაც პირადად არ ეხებათ, საჭირო არ არის. თეთრკანიანებს მივმართავ: მათ რომ დაეწყოთ ამ თემაზე საუბარი, ჩვენ უკეთ მოვუსმენდით.