პოლ სქოულზი: “ბრუნო ფერნანდეში მჯობია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა შუახაზელმა პოლ სქოულზმა გუნდის ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ბრუნო ფერნანდეში ფენომენალურ რაღაცებს აკეთებს. მისი მოსვლის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” იმდენივე ქულა მოაგროვა, რამდენიც “ლივერპულმა”, რაც გასაკვირია სეზონის ცუდი სტარტის გათვალისწინებით.
მას კარგი სტატისტიკა აქვს. იმედი მაქვს, რომ ასეც გააგრძელებს. ბრუნო მჯობია. მას მეტი ბურთი გააქვს და მეტ მომენტს ქმნის. ვისურვებდი, რომ მისი თანაგუნდელი ვყოფილიყავი.
მის მოსვლამდე “მანჩესტერ იუნაიტედს” საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა, თუმცა ახლა თითოეულ შეხვედრაში გუნდს სამი, ოთხი და ხუთი ბურთის გატანის შანსი აქვს”, – აღნიშნა სქოულზმა.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში “ოლდ ტრაფონრდზე” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ მან “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.