“ლოკომოტივი” ბრიტანელმა მწვრთნელმა დატოვა
თბილისის “ლოკომოტივის” აკადემია ბრიტანელმა მწვრთნელმა დერილ ვილარდმა დატოვა.
ვილარდი “ლოკომოტივის” 19-წლამდეთა გუნდის მთავარ მწვრთნელად აგვისტოში დაინიშნა, თუმცა წასვლა რამდენიმე თვეში მოუწია.
როგორც ვილარდი “ტვიტერზე” წერს, კონტრაქტის გაწყვეტა პანდემიამ და ფინანსურმა საკითხებმა გამოიწვია.
“განადგურებული ვარ კლუბთან კონტრაქტის გაუქმებით კოვიდისა და ფინანსური საკითხების გამო. საოცარი გუნდია და იმედი მაქვს, მალე კვლავ ვიხილავ ყველას. ახლა ვეძებ ახალ სამწვრთნელო გამოწვევებს. უმაგრესი ქვეყანა და ხალხი. თავს სახლში ვგრძნობდი”, – დაწერა ვილარდმა “ტვიტერზე”.
“ლოკომდე” ბრიტანელი აზერბაიჯანულ “გაბალაში” სპორტულ დირექტორად მუშაობდა და ტონი ადამსის ასისტენტიც იყო. “ლოკომ” მწვრთნელის წასვლა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაადასტურდა.