ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამოს” დაწუნებული ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი ზარია ბათუმის “დინამოს” შეუერთდა და 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის ზარიას თბილისში არასტაბილური კარიერა ჰქონდა, ჰქონდა ტრავმებიც, რამაც განვითარებაში ხელი შეუშალა. ზოგს მწვრთნელს მოსწონდა, ზოგს არა. განსაკუთრებით, კახა ჩხეტიანის დროს არ ეძლეოდა მას სათამაშო დრო, ჩისკოს მოსვლის შემდეგ კი მეტ დროს იღებდა.
გიორგიმ “დინამოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონობა 3-ჯერ მოიგო.
ბათუმში ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ზარიას ტრიო შეიკრა.