ტოპ-10 ფეხბურთელი, რომელთა ფასი 2020 წელს ყველაზე მეტად დაეცა
გერმანული გამოცემა Transfermarkt, რომელსაც მთელ საფეხბურთო სამყაროში აქვს სახელი განთქმული, იმ ათი ფეხბურთელის მონაცემებს გვაწვდის, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც გასულ 2020 წელს ყველაზე მეტად დაეცა.
რეიტინგს სათავეში მადრიდის “რეალის” 100-მილიონიანი შენაძენი, ედენ აზარი, უდგას. 29 წლის ბელგიელის ფასი 60 მილიონი ევროთი გაიაფდა.
1. ედენ აზარი (“რეალი”): დაკლებული ფასი – 60 მილიონი ევრო; ამჟამინდელი ღირებულება – 60 მილიონი ევრო;
2. კრისტიან ერიქსენი (“ინტერი”): -55 მილიონი ევრო; 35 მილიონი;
3. დელე ალი (“ტოტენჰემი”): – 52 მილიონი ევრო; 38 მილიონი;
4. რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”): – 50 მილიონი ევრო; 110 მილიონი;
5. კეპა არისაბალაგა (“ჩელსი”): – 45 მილიონი ევრო; 15 მილიონი;
6. ლეო მესი (“ბარსელონა”): -40 მილიონი ევრო; 100 მილიონი;
7. ანტუან გრიზმანი (“ბარსელონა”): -40 მილიონი ევრო; 80 მილიონი;
8. ნგოლო კანტე (“ჩელსი”): – 40 მილიონი ევრო; 80 მილიონი;
9. პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”): -35 მილიონი ევრო; 65 მილიონი;
10. ალექსანდრ ლაკაზეტი (“არსენალი”): -35 მილიონი ევრო; 35 მილიონი;