კუმანი: “არაერთხელ მითქვამს, რომ გუნდს შემტევი სჭირდება”
4 იანვარს კატალონიურმა “ბარსელონამ” გასვლაზე “უესკა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ გუნდის ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, კიდევ ერთხელ განაცხადა “ცხრიანის” საჭიროების შესახებ.
“ჩემი გუნდის ყოველ ფეხბურთელს ვენდობი. მაგრამ თუ სამი ნახევარმცველით თამაშს ვაპირებთ, სამი ფორვარდისთვის გვრჩება ადგილი. ლეოსთან ერთად ისეთი ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს, როგორიც დემბელეა. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მარტინსა და ანტუანს შორის მიწევს.
ბოლო მატჩებში სწორედ “ცხრიანი” გვაკლია, მაგრამ ამას ანტუანის მდგომარეობასთან საერთო არაფერი აქვს. წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გველის და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება.
სეზონის სტარტზეც არაერთხელ მითქვამს, რომ გუნდს შემტევი სჭირდება. გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც უფრო ეფექტიანი იქნება,” – აცხადებს კუმანი.