მარტა თანაგუნდელზე დაინიშნა
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, 34 წლის მარტა ვიეირა და სილვა თანაგუნდელ ტონი პრესლიზე დაინიშნა. ეს ინფორმაცია წყვილმა საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.
მარტა და ტონი “ორლანდო პრაიდის” ღირსებას იცავენ. ისინი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან.
მარტა ამპლუით თავდამსხმელია. ბრაზილიელი ფიფას მიერ მსოფლიოს წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 6-ჯერ დასახელდა. რაც შეეხება ტონი პრესლის, ის 30 წლისაა. ამპლუით მცველს კარიერის განმავლობაში 9 კლუბში უთამაშია.