“დინამოდან” 5 ფეხბურთელი, მათ შორის, საუკეთესო ბომბარდირი წავიდა
თბილისის “დინამო” 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
“დინამოდან” ნოდარ ქავთარაძე, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ზარია, ივან ტრუბოჩკინი და როდნი კლოუსტერი წავიდნენ.
ზარია ბათუმის “დინამოში” გადავიდა, კუხიანიძე, შესაძლოა, “დილაში” ან “ტორპედოში” წავიდეს, ქავთარაძეს კი შემოთავაზებები რუსეთიდან აქვს. ივან ტრუბოჩკინი და როდნი კლოუსტერი მარჯვენა მცველები იყვნენ. ახალ წლამდე გუნდიდან მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილიც წავიდა.
“დინამოს” გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ნოდარ ქავთარაძის შენარჩუნება სურდა, რომელმაც 8 გოლი შეაგდო, მაგრამ ვერ მოახერხა.
თბილისელთა რიგებში მარტვილის “მერანიდან” ლევან წოწონავა აღმოჩნდა და ასევე, ესპანელი თავდამსხმელი გონსალო კასტრო.