“საბურთალომ” ახალგაზრდა განელი ფორვარდი დაიმატა
თბილისის “საბურთალომ” “შევარდენი 1906”-დან 21 წლის განელი ფორვარდი რაფიქ ამინუ დაიმატა.
ამინუმ გასულ სეზონში 9 მატჩში 7 გოლი შეაგდო და “შევარდენის” ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.
რაფიქის განაში დიდად ეიმედებათ და მას “ახალგაზრდა ვარსკვლავად” მოიხსენიებენ.
“საბურთალოში” 4-მა თავდამსხმელმა – ბექა ქავთარაძემ, გიორგი გულიაშვილმა, თომა ტაბატაძემ და ამინუმ მოიყარეს თავი.