სიმეონემ შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, კლუბიდან წასვლაზე მიგვანიშნა
6 იანვარს მადრიდის “ატლეტიკო” კოპა დელ რეის გათამაშებაში ჩაერთო, საიდანაც მესამე დივიზიონში მოთამაშე “კორნელიასთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ტურნირსაც გამოეთიშა.
ესპანური პრესის წარმომადგენლებმა ეს მარცხი “კატასტროფად” შერაცხეს და დიეგო სიმეონეს 502-მატჩიან მმართველობის ხანაში ყველაზე ცუდად შეაფასეს.
“კორნელიამ” უკეთესი მატჩი ჩაატარა. მთელი მატჩის განმავლობაში, ისინი თავიანთ საქმეს უკეთ აკეთებდნენ, ვიდრე ჩვენ. სტანდარტულები კარგად გამოიყენეს და გოლის გატანაც შეძლეს.
ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენეს. პირველ ტაიმში ჩვენ უფრო მეტი შანსი შევქმენით, ვიდრე მეორეში. წითელი ბარათის მიღების შემდეგ ყველაფერი გართულდა.
ეს ტურნირი ბოლო წლებში დიდ სიამოვნებას ვერ გვანიჭებს, მაგრამ თუ მომავალ წელსაც აქ ვიქნები, გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჩემს მომავალს რაც შეეხება, ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და ყველა შესაძლო სცენარი უნდა განიხილო,” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.