საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

თარიღი: იანვარი 7, 2021

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

მიზეზად წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ჩატარდა. გარდა ამისა, 30 დეკემბერს უფლება არ ჰქონდათ 24 თებერვალს ჩანიშნული დღის წესრიგი შეეცვალათ და გამგეობის წევრები აერჩიათ.

საჯარო რეესტრის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“2020 წლის 30 დეკემბრის განმეორებითი საერთო კრების ოქმის თანახმად, რომლის მიმდინარეობას ესწრებოდა ნოტარიუსი ნინო ხოფერია, „სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, კრებას 42 (80 ხმა) წევრიდან ესწრებოდა 20 წევრი (43 ხმა).

კრებას თავმჯდომარეობდა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოჩა მაჭავარიანი, რომელმაც განაცხადა, რომ კავშირის წესდების თანახმად, საერთო კრება ითვლება შემდგარად, თუ მასში მონაწილეობს ხმების უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილია ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც. თუ ეს პირობა არ შესრულდა, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა, რომელიც უფლებამოსილია თუ მასზე იქნება წარმოდგენილი ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. 2020 წლის 24 თებერვალს მოწვეული იყო კავშირის საერთო კრება, რომელიც ვერ შედგა ქვორუმის არ არსებობის გამო. პანდემიასთან დაკავშირებული ზოგადი შეზღუდვების გათვალისწინებით, კავშირის გამგეობის მიერ მოხდა განმეორებითი კრების გადატანა წლის ბოლოსთვის. 16.12.2020 წლის გამგეობის გადაწყვეტილებით, განმეორებითი კრების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 30 დეკემბერი, რის შესახებაც საჯარო ინფორმაცია განთავსებულ იქნა ოფიციალურ ვებგვერდზე. კრების მონაწილეებმა დაადასტურეს და მოიწონეს გამგეობის გადაწყვეტილება განმეორებითი კრების მოწვევასთან დაკაშირებით. კრების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კრება უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. ხმის დამთვლელი კომისიის მონაცემებით, კრებაზე წარმოდგენილია 20 გუნდი, ჯამში 43 ხმით“. ამრიგად, კრებაზე დამსწრე პირებმა თავადვე დაადასტურეს, კრების მოწვევასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პროცედურები.”

მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ კავშირის პირველი კრება მოწვეულ იქნა 2020 წლის 24 თებერვალს, რომელიც ჩაიშალა ქვორუმის არარსებობის გამო. აღნიშნულ კრებაზე განმეორებითი კრების მოწვევის საკითხი განხილული არ ყოფილა. რეგისტრაციის საფუძვლად წარმოდგენილ კრების ოქმში მითითებულია, რომ პანდემიით განპირობებული ვითარების გამო, განმეორებითი კრება არ იქნა მოწვეული წესდებით გათვალისწინებულ ვადებში (არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა). აღნიშნულს ადასტურებს, ასევე, სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული 2020 წლის 16 დეკემბრის გამგეობის სხდომის ოქმი, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წევრთა განმეორებითი კრების 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამრიგად, სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული, სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და კავშირის წესდების განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დგინდება, რომ კავშირის განმეორებითი კრება მოწვეულ იქნა წესდებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით. გარდა ამისა, წესდებაში მითითებულია, რომ განმეორებითი საერთო კრება მოიწვევა იმავე დღის წესრიგით, რომლითაც მოწვეული იყო პირველი, არშემდგარი კრება. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრება და 2020 წლის 30 დეკემბრის განმეორებითი კრება მოწვეულ იქნა შემდეგი დღის წესრიგით: გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში; პრეზიდენტის კანდიდატთა საერთო კრებისთვის წარდგენა; პრეზიდენტის არჩევა და წესდებაში ცვლილებების დამტკიცება, თუმცა 2020 წლის 30 დეკემბრის განმეორებით კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული წესდების ცვლილების ნაცვლად ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რაც არ წარმოადგენდა კრების დღის წესრიგის საკითხს, ხოლო კრების მიმდინარეობის პროცესში დღის წესრიგის შეცვლის უფლება დამსწრე წევრებს არ გააჩნიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, წარმოსადგენია ორგანიზაციის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი საზოგადოების პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების ცვლილების თაობაზე (კრების ოქმი).

დასკვნა: შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება.
დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს – 30 კალენდარული დღე”, – წერია განცხადებაში.

აბუსერიძეს 30 დღე აქვს გასასაჩივრებლად. მის მოწინააღმდეგედ ბაჩო ხურციძე სახელდება, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. თავის მხრივ, აბუსერიძე ამბობს, რომ არჩევნები ლეგიტიმურია და ის ყველა მხარემ აღიარა, ხურციძის გარდა.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა