“ნანტის” მწვრთნელი: “მარადონას ტრანსფერს ვისურვებდი, მაგრამ ის მკვდარია”
“ნანტის” ახალი მთავარი მწვრთნელი, რეიმონდ დომენეკი, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს დიეგო მარადონაზე ნათქვამის გამო.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი მუდამ გამოირჩეოდა თავისი უცნაური და პროვოკაციული კომენტარებით. პრესკონფერენციაზე საუბრისას დომენეკს სატრანსფერო პოლიტიკაზე ჰკითხეს, რასაც ასეთი უტაქტო პასუხი მოყვა.
“ჟან ლუკასის ტრანსფერის დეტალებით ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ახლა ის “ბრესტშია” და ამას ვერაფერი შეცვლის. მარადონას ტრანსფერს ვისურვებდი, მაგრამ ის მკვდარია. ამასაც ვერაფერი შეცვლის,” – ვციტირებთ დომენეკის სიტყვებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2007 წელს დომენეკი მოურინიომაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაკელელეს მონასავით ექცეოდა. ფრანგის პასუხი ასეთი იყო – “სანამ სიარული შეუძლია, ის ითამაშებს. მე მისი დაყენების უფლება მაქვს.”