“მორალურად არასწორია!” – ბრიუსი პრემიერ ლიგის შეჩერებას ითხოვს
“ნიუკასლის” თავკაცი სტივ ბრიუსი თვლის, რომ ამ პირობებში პრემიერ ლიგის სეზონის გაგრძელება მორალურად არასწორია. როგორც იცით, ბრიტანეთში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს და ეს ფეხბურთელებსაც ეხებათ.
“ვხედავ, როგორ წვალობენ სხვა კლუბები. რა თქმა უნდა, არსებობს პრემიერ ლიგისთვის შექმნილი პროტოკოლი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა, როდესაც ვარჯიშების შეწყვეტა გიწევს.
ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ მოქმედებს ეს ვირუსი ხალხზე. ჩვენი ორი ფეხბურთელი და შტაბის რამდენიმე წევრი ძალიან, ძალიან ცუდად გრძნობდნენ თავს. საქმე ჰოსპიტალიზაციის საკითხსაც ეხებოდა.
ფაქტია, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ეს ახალი ტალღა ასეთი ძლიერია.
ფინანსური თვალსაზრისით თამაშის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩემმი გადმოსახედიდან ეს მორალურად არასწორია! მესმის, რომ ხალხს უნდა პრემიერ ლიგის ყურება, ფეხბურთის თამაში, მაგრამ ისიც უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ უსუსურები ვართ,” – აცხადებს ბრიუსი.