კასანო: “ფლორენტინო პერესი პაპი, მეფე და კარდინალია”
იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, მადრიდში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და პრესასთან ფლორენტინო პერესის პიროვნება დაახასიათა.
“რეალში” ყოფნისას ვგრძნობდი, რომ ყველაფერი განსაკუთრებული იყო, ყველა დანარჩენისგან განსხვავებული.
ამ დროისთვის ფლორენტინო პერესი პაპი, მეფე და კარდინალია. თუ ის შენ ერთწლიან კონტრაქტს შემოგთავაზებს და შენ შეთანხმება სხვა კლუბთან გაქვს სამწლიან ხელშეკრულებაზე, ის გადაწყვეტს რჩები თუ არა.
დააკვირდით ლუკას მაგალითს [მოდრიჩ], ის კლუბის დატოვებას აპირებდა, მაგრამ დარჩა და ოქროს ბურთი მოიგო. იგივე შეიძლება ითქვას ფაბიო კანავაროზე.
იმ წელს კარგად ითამაშა, მაგრამ შეიძლება ეს პრიზი ჯიჯი ბუფონისთვის ან ზინედინ ზიდანისთვის მიეცათ, რომ არა მუნდიალის ფინალში მომხდარი ინციდენტი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე წლის წინ ძალიან კარგად იხუმრა და თქვა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული ყოველთვის ფლორენტინო იყო. ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესი ფლორენტინო პერესს ეჯიბრებოდა და არა კრიშტიანუ რონალდუს,” – აცხადებს კასანო.