კასილასი დონარუმას “მილანის” დატოვებისკენ მოუწოდებს
მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, იკერ კასილასმა, ჯანლუიჯი დონარუმას კლუბის დატოვებისკენ მოუწოდა. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მიიჩნევს, რომ დონარუმა უფრო დიდი გავლენის მქონე კლუბში უნდა თამაშობდეს.
“ვფიქრობდი, რომ დონარუმას დიდი ტრადიციების მქონე კლუბში უნდა ეთამაშა. მე შევცდი.
“მილანს” უდიდესი ტრადიციები აქვს. მაგრამ მე ვსაუბრობდი გუნდზე, რომელსაც დღეს დიდი გავლენა აქვს ევროპულ ფეხბურთზე,” – ვკითხულობთ კასილასის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ მიმართვაში.
მიმდინარე სეზონში 21 წლის დონარუმამ სერია A-ს 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12-ჯერ იზეიმა გამარჯვება.
A mi juicio, Donnarumma debería jugar en un club con más solera. Error mío!! AC Milán tiene solera. Me refiero a más cache en Europa ahora mismo. Good night everyone!! See you tomorrow. Maybe….
— Iker Casillas (@IkerCasillas) January 10, 2021