მაისურებს ვერ ცვლიდნენ – რა გააკეთა “ტოტენჰემმა” “მარინთან” მატჩის შემდეგ?
10 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “ტოტენჰემი” რანგით მე-8 დივიზიონში მოასპარეზე “მარინს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.
ცხადია, “მარინის” ფეხბურთელებს, მატჩის დასრულების შემდეგ “ტოტენჰემის” მოთამაშეების მაისურები სურდათ. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო, მაისურების გაცვლა აკრძალული იყო, ამიტომაც ლონდონურმა კლუბმა ასეთი რამ მოიფიქრა: “ტოტენჰემმა” “მარინს”, ისტორიული შეხვედრის შემდეგ, გამოუყენებელი მაისურების შეკვრა საჩუქრად გადასცა. ახლა, ამ საჩუქრებს მე-8 დივიზიონის გუნდის ფეხბურთელები თავად გადაინაწილებენ.
The players are unable to swap shirts after the game due to COVID protocols, so we've provided @MarineAFC with a whole set of fresh match shirts as a souvenir of today's historic match 👍#THFC ⚪️ #COYS pic.twitter.com/ap9x2Shc7X
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) January 10, 2021