“რეალს” კალენდარულ წელში ასე ცოტა გოლი 15 წელია არ გაუტანია
მადრიდის “რეალმა” სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ოსასუნას” ლა ლიგის მე-18 ტურში ერთი გოლიც ვერ გაუტანა (0:0).
ზემოხსენებულ შეხვედრაში “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა 8-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით. კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ მარკო ასენსიოს დარტყმულის შედეგად წავიდა.
ეს რიგით მესამე მატჩია ლა ლიგის 18 მატჩიდან, როდესაც ზინედინ ზიდანის გუნდმა მეტოქე გუნდის კარის აღება ვერ შეძლო. მსგავსი რამ მხოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც (2:0 “შახტართან”). ამის ფონზე შეგახსენებთ, რომ “რაელს” 2015/16 და 2017/18 წლების სეზონებში 73-მატჩიანი სერია ჰქონდათ (ყველა თამაშში გაჰქონდათ გოლი).
ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ “რეალმა” 86 მატჩიდან 15-ში (17%) ვერ შეძლო გოლის გატანა (მათგან 8 ანგარიშით 0:0 დასრულდა). პირველი მმართველობის პერიოდში კი “ბლანკოსს” 149 მატჩიდან მხოლოდ 9-ში (6%) არ ჰქონდათ გოლი გატანილი (სამი მატჩი დასრულდა უგოლოდ).
ამ მომენტისთვის, “რეალს” ლა ლიგის 18 ტურში 30 გოლი აქვს გატანილი.
2017 კალენდარულ წელიწადში “რეალმა” 156 გოლის გატანა შეძლო, 2018 წელს (კრიშტიანუ ივნისამდე თამაშობდა “რეალში”) – 142, 2019 წელს – 100, 2020 წელს კი – 91. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2005 წლის შემდეგ. სამი წლის განმავლობაში გატანილი გოლების მაჩვენებელი თითქმის 40 პროცენტით შემცირდა.
“რეალმა” რონალდუს მონაწილეობით ჩატარებულ 503 მატჩში 1385 გოლი გაიტანა (საშუალოდ 2.7 გოლი მატჩში). მისი წასვლის შემდეგ მადრიდულმა გრანდმა 136 მატჩში მხოლოდ 241 გოლის შეგდება შეძლო (საშუალოდ 1.8 გოლი მატჩში).