პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა კლუბებს სრული შემადგენლობის ტესტირება კვირაში ორჯერ დაავალეს. ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო და უფრო მძვინვარებს, რაც ფეხბურთელებზეც აისახება.
პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მონაწილე კლუბებში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული შედეგები გუშინ გამოქვეყნდა და 4-10 იანვარს ჩატარებული ტესტირებებს მოიცავს.
28 დეკემბერსა და 3 იანვარს ჩატარებულმა ტესტირებებმა პრემირე ლიგაში კორონავირუსის 40 შემთხვევა გამოავლინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაოდენობა მცირდება. ყველას, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, 10-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდის დაცვა მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებული მიზეზით გადაიდო მომავალი ტურის შეხვედრა “ასტონ ვილასა” და “ტოტენჰემს” შორის. ნაცვლად “ასტონ ვილასთან” თამაშისა, ჟოზე მოურინიოს გუნდს საშინაო კედლებში “ფულჰემის” მიღება მოუწევს.