ალგუასილი: “ჩემ გუნდს ფავორიტად მე თუ არ ჩავთვლი, მარცხი გარდაუვალი იქნება”
დღეს საღამოს ესპანეთის სუპერთასის 2020/21 წლების სეზონის გათამაშება აიღებს სტარტს. გათამაშებაში მონაწილეობას ოთხი კლუბი იღებს: “რეალ სოსიედადი” “ბარსელონას” შეერკინება, ხოლო მადრიდის “რეალი” – ბილბაოს “ატლეტიკს”.
“ბარსელონასთან” მატჩამდე “რეალ სოსიედადის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მის გუნდს ფინალში გასვლა შეუძლია.
“ჩემი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებულია, ისევე როგორც მე. როდესაც მოტივირებული ვარ, თავს ვერაფერს უხერხებ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე სწორი ფსიქოლოგიით გასვლა.
მესმის, რატომ თვლის ბევრი “ბარსელონას”, “რეალსა” და “ატლეტიკს” ფავორიტებად. მაგრამ, როდესაც “რეალ სოსიედადი” მოედანზე არის, ის ყოველთვის ჩემი ფავორიტია. ჩემ გუნდს ფავორიტად მე თუ არ ჩავთვლი, მარცხი გარდაუვალი იქნება.
რასაკვირველია, ლეო მესი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი გუნდისთვის. მაგრამ “ბარსელონას” ბევრი სხვა ძლიერი ფეხბურთელიც ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, ბოლო მატჩებში სიტუაცია გამოსწორებულია. “ბარელონა” ბევრ ასპექტში ჩვენზე უფრო ძლიერია, მაგრამ მათი დამარცხება შეგვიძლია,” – აცხადებს იმანოლ ალგუასილი.