მორატა: “ჩემ შვილებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი”
ტურინის “იუვნტუსის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მის სუპერვარსკვლავ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ისაუბრა. პორტუგალიელ რონალდუს სერია A-ს მიმდინარე სეზონის 18 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.
“რონალდუსთან თამაში ძალიან ადვილია. მას საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ. ზოგჯერ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვეულებრივი თავდამსხმელი გოლის გატანას ვერ შეძლებს, ის ამას მაინც ახერხებს.
“პარმასთან” მატჩში ისეთი საგოლე გადაცემა გავუკეთე, რომლის გოლად გარდასახვაც მხოლოდ მას შეეძლო. საკმაოდ კარგად მესმის მისი მოძრაობები და რისი გაკეთება უყვარს.
მოძრაობისას ხშირად ვცდილობ მცველები ჩემზე გადმოვიყვანო და ის თავისუფალი დავტოვო. იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს შევძლებ მისთვის დახმარების გაწევას, ეს ჩემთვის დიდი პატივია.
რონალდუსთან თამაში დიდი სიამოვნებაა. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩემ შვილებს მოვუყვები, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი.