პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები: ნუ ჩაეხუტებით და ნუ ჩამოართმევთ ხელს ერთმანეთს
პრემიიერ ლიგის ხელმძღვანელები ფეხბურთელებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა განცხადება Sky Sports-ის ეთერში გააკეთა.
“ფეხბურთელებს ვთხოვთ, რომ არ ჩაეხუტნონ ერთმანეთს და ზოგადად ჩვევები დაივიწყონ. ყველასათვის გასაგებია, რომ სპორტი ყველა სახეობაში ემოციები წამყვან როლს თამაშობს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები ამ წესებს არ გავითვალისწინებთ, ძალიან ცუდად გვექნება საქმე. ნუ ჩაეხუტებით და არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთ. ამასთან ადაპტირება შესაძლებელია.
რიჩარდსის ეს კომენტარი მკაცრად გააკრიტიკა იურგენ კლოპმა და აღნიშნა, რომ ფეხბურთში, როგორც ემოციურ სპორტში, გოლის აღნიშვნის აკრძალვა არამიზანშეწონილია.