ფერგიუსონი: “მადლობა ღმერთს, რომ კარიერა დასრულებული მაქვს”
მოახლოებული ინგლისური დერბი წინ, სერ ალექს ფერგიუსონმა პრესასთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” ერთმანეთს პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში დაუპირისპირდებიან.
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” დერბი ყოველთვის სეზონის მთავარ მატჩად მიმაჩნდა. მიზეზი საკმაოდ მარტივია – საქმე ბრიტანეთის ორ ყველაზე წარმატებულ კლუბს ეხება.
ყველასათვის ნათელია, რომ თუ რაიმის მოგება გინდა, გზად “ლივერპული” უნდა დაამარცხო. ანალოგიური სიტუაცია იყო “აბერდინში”, სადაც მოსაგებად “სელტიკის” და “რეინჯერსის” დამარცხება გიწევდა.
მადლობა ღმერთს, რომ კარიერა დასრულებული მაქვს. რადგან როდესაც “ლივერპულის” ბოლო ორი წლის თამაშს ვუყურებ – უბრალოდ ფენომენალურია. “ლივერპულს” ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ახლაც ასეა,” – განაცხადა ფერგიუსონმა ბრიტანულ მედიასთან საუბრისას.