ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაკვეს და კვარას მაკედონიასთან შეცვლიდა!
დღეს ოფიციალურად დადასტურდა გიორგი არაბიძის ტრანსფერი რუსულ “როტორში”, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი – ბექა მიქელთაძე, საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.
23 წლის არაბიძე დიდწილად დონეცკის “შახტარის” დუბლებში თამაშისას გამოჩნდა, სადაც ჯარიმებს იდეალურად ასრულებდა და “ქართველი მესი” უწოდეს.
გიორგიმ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ 2017 წლის 24 მარტს ჩაატარა, 4 დღეში კი, 19 წლის ასაკში პირველი გოლი გაიტანა ლატვიის კარში. 2017 წლის 7 ივნისს კი სენტ-კიტსსა და ნევისს კი დუბლი შეუსრულა. ალბათ, ნაკრების ყველა გულშემატკივარს ახსოვს რას გრძნობდნენ მაშინ და როგორი დიდი იმედები გვქონდა არაბიძის.
რამდენიმე თვეში არაბიძე ნაკრებიდან მისი არასპორტული საქციელის გამო მოხსნეს, როცა შეცვლის შემდეგ არ დაელოდა და სტადიონი დატოვა. მისი საკლუბო კარიერა ვერც უკრაინაში ,ვერც პორტუგალიაში განვითარდა და ვერც თურქეთში განვითარდა. პირიქით, უდიდესი რეგრესი განიცადა.
არაბას ყველაზე მეტად მისი ინდივიდუალიზმი, დრიბლინგი, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი გამოარჩევს. ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა “ადანაში” ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 5-6 თვით ჩამოშორდა.
ჩრდ.მაკედონიასთან 2 მთავარი ინდივიდუალისტი, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია გვაკლდა. სწორედ ინდივიდუალიზმი დაგვაკლდა, სწორედ ლიდერი დაგვაკლდა, ვინც ბურთს წინ წაიღებდა და ხიფათს შეუქმნიდა მცველებს.
ნაკრებში არაბიძეს, ალბათ, ისტორიაში საუკეთესო სტატისტიკა აქვს – 4 მატჩში 3 გოლი. მართალია, ამხანაგურ შეხვედრებში, მაგრამ 19 წლის ბიჭმა სადებიუტო თამაშებში მთელი გუნდი აიყოლია და მაქამდე გაგვიჩინა იმედი, ვიდრე ჩაკვე და კვარა გამოჩნდებოდნენ.
არაბიძე “როტორშია”, სადაც ნაკრების 2 ძირითადის წევრი თამაშობს, იმ ლიგაში, სადაც კვარაცხელია თამაშობს და “როტორი” დღევანდელ “გენტს” დიდად არ ჩამორჩება.
23 წლის არაბას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს და შეუძლია, ამ ბიჭებთან ერთად საოცარი, ინდივიდუალისტების ტრიო შეიქმნას.