“დინამოს მატჩს 100 სკაუტი ესწრებოდა” – ელჩი ჩისკო მუნიოსი
“დინამო თბილისის” გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ “სპორტი იმედზე” გუნდის ბოლო მატჩზე და ჩისკოზე ისაუბრა.
“ჩისკოს თურქულ თუ ესპანურ შეკრებაზე ვესაუბრებოდით, როცა მოულოდნელად მიიღო ინგლისიდან ეს შეთავაზება და თხოვნით მოგვმართა, გაგვეშვა. ჩისკომ 100%-ით იცის ჩვენი აკადემიისა და თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები. ის ჩვენი ელჩი იქნება ევროპაში და ასეთ ძლიერ ჩემპიონატში. საწყენია, როცა ქართველი გულშემატკივრები “უოტფორდის” გვერდზეც კი “კლაკსვიკთან” მარცხს ახსენებენ.”
“დინამოს” ბოლო მატჩს “რადნიკთან” 100 სკაუტი ესწრებოდა. ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო როგორ ადაპტირდებოდნენ აკადემიის ფეხბურთელები მთავარ გუნდთან. “დინამოს” არამარტო რეგიონში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო აკადემია აქვს. დასაფასებელია ის საქმე, რასაც ამ პანდემიისა და პრობლემების მიუხედავად, აკადემია აკეთებს”, – განაცხადა დოლიძემ.
“დინამოს” ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძეა, რომელმაც პოსტზე ჩისკო მუნიოსი შეცვალა. ჩისკო ჩემპიონშიპის “უოტფორდში” წავიდა და 6 მატჩიდან 4 მოიგო. “უოტფორდი” მე-3 ადგილზეა და პრემიერ ლიგის გადასვლის ერთ-ერთი მთავარი პრენდენტია. ესპანელმა საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ჯერ მოიგო.