“ჩელსიში” დანიშვნამდე – რას წარმოადგენს “გერმანელი პროფესორი”?

თარიღი: იანვარი 26, 2021

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლოდნონის “ჩელსიში” ფრენკ ლამპარდის აწ უკვე ყოფილ სავარძელს ტომას ტუჰელი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა ლამპარდი ნდობის ლიმიტის ამოწურვის ნიშნად გუნდიდან 25 იანვარს გაუშვა.

გერმანელი ტომას ტუჰელი რიგით მე-13 მთავარი მწვრთნელი იქნება, რომელიც “პენსიონერებს” რუსი მილიარდელის გამოჩენის (2003 წელი) შემდეგ ჩაიბარებს.

ტუჰელი ჯერჯერობით უმუშევარი გახლავთ. ეს უკანასკნელი “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ 2021 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაითხოვა და მისი პოსტი მაურისიო პოჩეტინოს ჩააბარა.

რას წარმოადგენს ტომას ტუჰელი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტუჰელი წარმოშობით გერმანელი სპეციალისტი გახლავთ, რომლის დოსიეშიც ყველაზე მკაფიოდ ორი კლუბი დორტმუნდის “ბორუსია” და “პარი სენ-ჟერმენი” მოჩანს.

1973 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ტუჰელმა თავისი ცხოვრება ფეხბურთს ბავშვობიდანვე მიუძღვნა. ის “აუგსბურგის”, “შტუტგარტერ კიკერსისა” და “ულმის” ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ.

გერმანელს კარიერის დასრულება ნაადრევად, 25 წლის ასაკში, მოუწია. მას ქრონიკული ტრავმა აწუხებდა მუხლის არეში. მას ბევრი არ უფიქრია და სამწვრთნელო კარიერის წამოწყება გადაწყვიტა. თავდაპირველად კი “შტუტგარტის” ახალგაზრდულ გუნდს წვრდნიდა, შემდეგ – “აუგსბურგის” მეორე გუნდს.

მსოფლიო ფეხბურთში კი მისი ვარსკვლავი პირველად 2009 წელს აკაშკაშდა, როდესაც “მაინცში” იურგენ კლოპის შეცვლა დაევალა. ექვსი წლის შემდეგ კლოპის დატოვებულ სამსახურში კვლავ მიიღეს, თუმცა ამჯერად “დორტმუნდში”.

სწორედ ტუჰელის მიერ გაწვრთნილმა “ბორუსიამ” დაიმსახურა დიდი მოწონება ევროპაში, რამაც მისი პარიზულ გრანდში გადაბარგება გამოიწვია, სადაც მას თავისი 2.5-წლიანი კონტრაქტის ამოწურვა არ დასცალდა.

საფრანგეთის ჩემპიონმა კლუბმა ტუჰელის მეთაურობით 127 მატჩი ჩაატარა, მოიგო 95 და დამარცხდა 19 შეხვედრაში. გამოდის, რომ ტუჰელის “პსჟ” მატჩების 74.8 პროცენტს იგებდა. ამ დროის მანძილზე მისმა გუნდმა 337 გოლი გაიტანა და 103 გოლი გაუშვა.

პარიზში ტუჰელმა ექვსი ტიტულის მოგება იზეიმა, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო ევროპული. მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბაიერნთან” დამარცხდა. ეს კი ტუჰელის მთავარ მინუსს წარმოადგენდა.

როგორია ტუჰელის ფილოსოფია?

ტუჰელის სათამაშო სტილს ძალიან ხშირად ადარებენ თავისი თანამემამულის, იურგენ კლოპისას. რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მას ხომ ორჯერ ჩააბარეს კლოპის ყოფილი კლუბი.

თუმცა, ზემოხსენებულის მიუხედავად, ტუჰელის ფილოსოფიას ინდივიდუალიზმი სრულებითაც არ აკლია. ტუჰელის სათამაშო სტილს სრულად სამართლიანად ადარებენ კლოპის გეგენპრესინგს, თუმცაღა ტომასის სტილი უფრო პრაგმატულია.

ტუჰელი “დორტმუნდსა” და “პარი სენ-ჟერმენში” აქტიურად იყენებდა 4-3-3 ტაქტიკას ისევე, როგორც 3-5-2 ან 5-3-2 ფორმაციებს, სადაც ფლანგელებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.

ტუჰელის გუნდებს ზონური დაცვა არასოდეს ახასიათებდა. ტუჰელს უყვარს ენერგიული ნახევარმცველები, რომლებიც მეტოქესთან შეხვედრამდე აკეთებენ თავიანთ საქმეს და შემტევებს სივრცეებს უთავისუფლებენ.

მატჩის შემდეგ ტუჰელი კლოპის მსგავსად აქტიურად ეკონტაქტება თავის ფეხბურთელებს, კოცნის და ეხვევა მათ. თუმცა ხშირად მას ცივი პიროვნების რეპუტაციაც კი აქვს.

ტუჰელი სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო მეთოდური და აკადემიური მწვრთნელი გახლავთ, რაც მის სახელ “პროფესორს” ხსნის.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა